სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
თეონა ღუდუმიძე
|
|
რაიონი
|
ამბროლაური
|
|
სკოლა
|
მეორე საჯარო
|
|
ქალაქი
|
ამბროლაური
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
,,საზომი ერთეულები და მათი საჭიროება“
|
||
თემის შინაარსი
|
||
მოსწავლეები გაეცნობიან
საზომ ერთეულებს და გამოიყენებენ შესაბამის სამუშაო პროცესში (გაზომვის, და სხვა პროცესში) საზომ ერთეულების ცოდნას, მოამზადებენ
საინფორმაციო ბროშურას და პრეზენტაციას, რაც საზომ ერთეულებზე ინფორმაციის
დემონსტრირებას მოემსახურება.
|
||
საგანი
|
||
მათემატიკა
|
||
დონე/კლასი
|
||
მე-6 კლასი
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
ხუთი 45 წუთიანი გაკვეთილი, ხუთი დღე.
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
მე-6 კლასის
მათემატიკის სტანდარტი.
მათ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთთან
დაკავშირება და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე;
·
იყენებს ათწილადზე
გამრავლებას ზომის (სიგრძის, ფართობი, წონა, მოცულობა, ტევადობა) მცირე ერთეულის
დიდ ერთეულთან თანაფარდობის გამოსახვისთვის;
·
ერთმანეთთან
აკავშირებს სიგრძის, ფართობის და მოცულობის შესაბამის ერთეულებს;
·
იყენებს
პროპორციულობას და სეფასებას ბუნების მეტყველების დარგებიდან მომდინარე
ამოცანების ამოხსნისას (ამოცანები მასშტაბზე, ხსნარებზე, შენადნობებზე);
·
იყენებს დროის
სარტყლების შესახებ ცოდნას, დროის ერთეულებს შორის თანაფარდობებს და შეკრება-გამოკლების
მოქმედებებს დროის მონაკვეთის პოვნისთვის ().
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
თანატოლებთან
ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოფენ საინფორმაციო ბროშურის, პრეზენტაციის
მომზადებას.
სიტყვიერად და
ვიზუალურად (შექმნიან სასწავლო რესურს, პლაკატს) გამოხატავენ საზომ ერთეულებს
შორის კავშირებს
პრაქტიკულ
სიტუაციებში საზომი ერთეულების ცოდნის გამოყენებით ამოხსნიან ამოცანებს.
მოსწავლეები
შესძლებენ სხვადასხვა საზომი ერთეულების
გამოყენებას და მნიშვნელობის შეფასებას.
|
||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
გაზომვა
რამდენად მნიშვნელოვანია და საჭირო?
|
|
თემატური კითხვები
|
რა საზომი ერთეულებია ცნობილი თქვენთვის?;
რა იცით საზომ ერთეულთა სისტემაზე?
რატომ ვიყენებთ საზომ ერთეულებს?
რა საქმიანობისთვის გვჭირდება გაზომვები
და საზომი ერთეულების ცოდნა?
|
|
შინაარსობრივი კითხვები
|
ჩამოთვალეთ
სიგრძის, მასის საზომი ერთეულები;
რა კავშირი არსებობს
სიგრძის, მასის საზომ ერთეულებს შორის?
როგორ გავზომოთ
ოთახის სიგრძე?
.........
|
|
შეფასების გეგმა
|
|||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
|||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
|||||||||||||||||||
დავუსვავ ზოგად შეკითხვას მთელ კლას, მოსწავლეების საჭიროებისათვის
დადგენის მიზნით, გამოვიყენებ ასოციაციურ რუკას,
მივაწოდებ მოსწავლეებს საინფორმაციო
ბიულეტენის ქულების მინიჭების გზამკვლევს და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას. მოსწავლეები
გამოიყენებენ კრიტერიუმების ჩამონათვალს და რუბრიკის ფორმას პროცესის მართებულად
წარმართვის, ყველა საჭირო ელემენტის გათვალისწინების და საბოლოო პროდუქტის
ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით. ამასთანავე, ბროშურის კრიტერიუმების ჩამონათვალს
და რუბრიკას გამოვიყენებ ბროშურის და პრეზენტაციის შესაფასებლად. ასევე
მიეწოდებათ რუბრიკები ბროშურის და
პრეზენტაციის უნარების შესახებ უკუკავშირის მიზნით და მიეცემათ მათ დრო, რათა
უკუკავშირის დროს მიწოდებული ინფორმაცია საბოლოო რუბრიკაში და პრეზენტაციაში
გაითვალისწინონ. ვსთხოვ მოსწავლეებს გამოიყენონ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასების
ფორმა და შეაფასონ თავიანთი მუშაობა პრაქტიკული მეცადინეობის განმავლობაში. ეს
მათ მომავალში პროექტზე მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარება.
|
|||||||||||||||||||
სხვა
საკითხები
|
|||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
|||||||||||||||||||
კონცეპტუალური ცოდნა
და ტექნიკური უნარ-ჩვევები, რომლებსაც მოსწავლეები უნდა ფლობდნენ თემის
დასაწყისში
მთელი რიცხვები და
ათწილადი რიცხვების ჩაწერა;
მოქმედებები
რიცხვებზე;
ათწილადებზე
მოქმედებები (გამრავლება, გაყოფა)
საზომი ხელსაწყოები;
ინტერნეტში ინფორმაციის
მოძიება;
საზომი ერთეულების
ცოდნის გამოყენებით სხვადასხვა გაზომვების სიზუსტით ჩატარების და განხორციელბის
ელექტრონული პრეზენტაციის
და საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
|
|||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
|
|||||||||||||||||||
·
მომზადების ეტაპი
პროექტს
მოსწავლეებთან შეხვედრით და მათი ცოდნის გამოწვევით დავიწყებ, რომ დადგინდეს
მათი საჭიროება. მივმართავ შეკითხვით გაზომვა და სიზუსტე რამდენად
მნიშვნელოვანია? მოსწავლეების პასუხებს
დავაფიქსირებ დაფაზე/ფორმატის ფურცელზე.
მათთან ერთად დავადგენთ ,,გაზომვა“ დასახელებულ პასუხებთან (კომპონენტებთან)
როგორ კავშირშია. კავშირების დადგენის შემდეგ კლას მივმართავ თემატური შეკითხვით
რა საზომი ერთეულებია მათთვის ცნობილი? მოსწავლეების პასუხებს დავაფიქსირებ
დაფაზე. (30წთ.)
·
საინფორმაციო
ბროშურის შექმნა და პრეზენტაციის მომზადება
კლას დავყოფ ორ
ჯგუფად, ჯგუფად დაყოფისთვის გამოვიყენებ გათვლის მეთოდს, მივმართავ კლას
გაითვალონ პირველ მეორეზე, პირველები დაჯგუფდნენ ერთად და მეორეები ერთად.
ჯგუფებს მიეცემათ ინსტრუქცია მათი მოვალეობების და შესასრულებელი სამუშაოს
შესახებ, კერძოდ განუმარტავ რომ ერთი ჯგუფი იმუშავებს საინფორმაციო ბროშურის
შექმნაზე და მეორე ჯგუფი პრეზენტაციაზე. ორივე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას საზომ
ერთეულთა სისტემებზე და მათ კავშირებზე და წარმოადგენ ამ ინფორმაციას მათვის შერჩეული
ფორმით, ჯგუფი ირჩევს დავალებას შემდეგი გზით. თითოეული ჯგუფი აირჩევს ერთ
წარმომადგენელს და არჩეული წარმომადგენელი აირჩევს ბარათს რომელზე მითითებული
იქნება მათი დავალება, ანუ უნდა შექმნან საინფორმაციო ბროშურა თუ უნდა მოამზადონ
პრეზენტაცია. (15წთ). ჯგუფებს ინფორმაციის შესაგროვებლად, სამუშოდ ეძლევათ 2 45
წუთი (ორი დღე).
·
ინფორმაციის მოძიება.
ინტერნეტის დახმარებით მოიძიებენ
ინფორმაციებს საზომ ერთეულთა სისტემებზე და საზომ ერთეულებზე, მოპოვებული
ინფორმაციით მოამზადონ სტატია კლასის საინფორმაციო ბიულეტენში გამოსაქვეყნებლად
და საპრეზენტაციოდ. დავარიგებ საინფორმაციო ბიულეტენის
ქულობრივი შეფასების გზამკვლევს და პრზენტაციის შესაფასების რუბრიკას სამუშაო
პროცესში დასახმარებლად. მიუთითებ მოსწავლეებს, მოიფიქრონ სტატიის სათაური და
გადაიტანონ საკუთარ ნაშრომში. აგრეთვე, საგამომცემლო პროგრამის საშუალებით
დაამატონ ცხრილები და ფოტოები კლასის საინფორმაციო ბიულეტენის ნიმუშს.
მიწოდებული რუბრიკების დახმარებით, უკუკავშირის მიზნით და მიეცემათ დრო, რათა უკუკავშირის დროს მიწოდებული
ინფორმაცია საბოლოო რუბრიკაში და პრეზენტაციაში გაითვალისწინონ.
·
პრეზენტაცია
ჯგუფები მომზადებულ
სამუსაოს წარადგენენ წინასწარ ორგანიზებულ და დაგეგმილ პრეზენტაციაზე, რომელიც
ჩატარდება სკოლის საკლასო ოთახში და მოწვეული იქნებიან სკოლის დირექცია,
პედაგოგები და მშობლები. ერთი ჯგუფი მოაწყობს ზეპირ პრეზენტაციას მათ მიერ
შექმნილ ბროშურაზე, გააცნობე სტუმრებს ბროშურაში ასახულ მასალას და გააკეთებენ
სათანადო განმარტებებს. ბოლოს მოწვეულ სტუმრებს დაურიგეგბენ ბროშურებს როგორც
საინფორმაციო ბარათებს საპროექტო თემის შესახებ. (15წთ.)
მეორე ჯგუფი კი
მოაწყობს ელექტრონულ პრეზენტაციას და განავრცობენ პრეზენტაციაში ასახულ
მასალებს, ბოლოს ჯგუფი მოაწყობს სტუმრებისთვის სხვადსხვა საზომ ერთეულებს შორის
თანაფარდობების გამოყენების მაგალითების
ამოხსნას. (20წთ.)
პრეზენტაციის
დასასრული.
პრაქტიკული
ამოცანების ამოხსნა
მოსწავლეებს
მოძიებული ინფორმაციის და შექმნილის რესურსის შედეგად მირებული ცოდნის გააზრების
შემდეგ მიეცემათ პრაქტიკული ამოცანები, ამოცანებს ამოხსნიან ჯგუფურად. ჯგუფებს
ამოცანები დაურიგდებათ ბარათებით, რომელიც მასწავლებლის მიერ არის მომზადებული
(იხილეთ ამოცანები მოსწავლეთა რესურსებში). ჯგუფებს სამუშაოდ მიეცედმათ 25წთ.
მასწავლებლის მიერ მოხდება პროცესის დაკვირვება თუ როგორ წარმათავენ მოსწავლეები
ამოცანაზე მუსაობის პროცესს, რომელიც საჭიროებს სხვადსხვა გაზომვით და გამოთვლით
პროცესებს. დასრულების შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ დავალებებს, მოაწყობენ
ამოხსნილი ამოცანების პრეზენტაციას. (10წთ.)
·
შეჯამება
შესაძლებელია
ვაწარმოოთ დისკუსია. დისკუსიის დაწყებამდე მოსწავლეები ერთმანეთს და მთელ კლას წარუდგენენ მათ მიერ
მოძიებულ ინტერნეტ გვერდებიდან საზომ ერტეულებზე საინტერესო ფოტო მასალებს
ამობეჭდილს ფურცლებზე, რითიც კიდევ ერთხელ მიმოიხილავენ ძველად გამოყენებულ საზომ ერტეულებს და მათ მოკლე
ისტორიეას.
მიმოხილვის შემდეგ
მოაწყობენ დისკუსიას ზოგადი კითხვის გარშემო გაზომვა და სიზუსტე რამდენად
მნიშვნელოვანია და საჭირო? მოსწავლეები გაუზიარებენ ერთმანეთს პასუხებს და
მოსაზრებებს ზოგად შეკითხვაზე კვლევის და პროექტის შედეგების გათვალისწინებით.
|
დიფერენცირებული სწავლება
|
||
სპეციალური საჭიროებები
|
სსსმ
მოსწავლეებისთვის შერჩეული იქნება მათვის მორგებული როლი, მაგალითად;
პრეზენტატორის დამხმარე, და სხვა. მათვის შეიქმნება მოდიფიცირებული შეფასების
ფორმები.
|
|
არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების
ენა არ არის მშობლიური)
|
მათთან ვისაუბრებ
გამარტივებული ფორმით და ტერმინოლიგით, მივცემ საშუალებას ინფორმაციის მოძიების
და საკითხის შესაწავლის პროცესში გამოიყენონ მშობლიური ენა, შემდეგ თარჯიმნის
დახმარებით მოახდინონ მოძიებული და გააზრებული მასალის ქართულად თარგნა და
ჯგუფის წევრებისთვის წარდგენა.
|
|
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
მათ მიეცემათ
საშუალება დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების, საკითხის სიღრმისეული კვლევის,
ახალი ვარაუდების ჩამოყალიბების და მათი ცოდნის და უნარების გამომჟღავნების.
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
შეგიძლიათ იხილოთ ბიბლიოგრაფიის ჩანართში
|
ინვენტარი/მასალები
|
პროექტორი, საპრეზენტაციოდ აღჭურვული საკალსო ოთახი, საზომი ხელსაწყოები,
....
|
ინტერნეტრესურსები
|
იხილეთ საავტორო უფლებების
ჩანართში
|
სხვა რესურსები
|
მოწვეული
სტუმრები, მოსწავლეები სხვა
ჯგუფებიდან, მშობლები და ა.შ.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий